Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ... - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა
ambebi.ge
23 November 2017, 12:20
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია. იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.

"30 ნოემბერს მარიამის დაბადების დღეა, აღსანიშნავად ემზადებოდნენ..." - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.

ოჯახის შემოსავლის წყალო ვანო გოლოშვილის ხელფასი იყო. დაღუპულის ოჯახს თბილისში არც ბინა აქვს და როგორც ცნობილია, გოლოშვილები დედაქალაქში ქირით ცხოვრობდნენ.

გოლოშვილის ნათესავებმა ჯერჯერობით, არ იციან, როდის და სად დაკრძალავენ /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გარდაცვლილ სპეცრაზმელს.

ვანო გოლოშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თინათინ კაკიაშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი